ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე

პაპუაშვილი: ბრიუსელი ევროპას შორდება - ცდილობს, ოპონენტები გააუქმოს

დღეს ისტორიის ძალიან სამწუხარო მომენტის მოწმეები ვართ, როცა ბრიუსელი აშკარად შორდება ევროპასა და ევროპულ ღირებულებებს. ბრიუსელი შორდება თავის დანაპირებსა და საფუძვლებს, რომ დაიცვას ის ევროპული ღირებულებები, რომელთა განსამტკიცებლად ის თავდაპირველად შეიქმნა. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დამცველის ნაცვლად, ჩვენ ხელში შეგვრჩა იდეოლოგიზირებული ბიუროკრატიული მანქანა, რომელიც ცდილობს, კრიტიკოსები გააჩუმოს და ოპონენტები გააუქმოს - თან ისე, რომ ამ მიზნის მისაღწევად ნებისმიერ საშუალებას მისაღებად მიიჩნევს. 

თქვა ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები