ევროკომისიის ანგარიში საქართველოზე

მაჭავარიანი: თუ ვინმეს რევოლუციის მოწყობა უნდა, გვინდა, გამჭვირვალე მაინც იყოს

გამჭვირვალობის კანონზე, მადლობა ღმერთს, რუსული აღარ ჩაწერეს, ერთი ბოდიში რომ არ მოუხდიათ, ავანგარდში რომ იდგნენ ეს ევრობიუროკრატები, აშშ-ს ყოფილ ელჩთან და ამ მავნებელ 4 რადიკალურ პარტიასთან ერთად, რუსული კანონი რომ აძახებინეს ნახევარ თბილისს თვენახევარი, რუსულ დღეს რატომ არავინ არ უწოდებს? იმიტომ, რომ გაცვდა. ყველა მიხვდა, რომ იმაში რუსული არაფერი არ იყო.

რას გვსაყვედურობენ? რომ გამჭვირვალე იყოს, რა თანხა ირიცხება ლომჯარიასთან და გიგაურთან? ეს ჩვენი უსაფრთხოების დაცვაა. თუ ვინმეს რევოლუციის მოწყობა უნდა, გვინდა, რომ ეს რევოლუცია, მინიმუმ, გამჭვირვალე მაინც იყოს.

ამბობს ივანიშვილის წარმომადგენელი ლევან მაჭავარიანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ევროკომისიის ანგარიშთან დაკავშირებით. 

კომენტარები