შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით 1 პირი - 1952 წელს დაბადებული მ.ნ დააკავეს. მას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
"მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა, ძალადობის გამოყენებით არასრულწლოვანი თანასოფლელი გააუპატიურა.
სამართალდამცველებმა მ.ნ. კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, მისსავე საცხოვრებელ სახლში ბრალდებულის სახით დააკავეს" - აცხადებს შსს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.
კრიმინალი
არასრულწლოვნის გაუპატიურებისთვის კასპში 73 წლის კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com




