სომხეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა სომხეთის კათოლიკოსის, გარეგინ მეორის, ძმა და ძმისშვილი დააკავეს. მათ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილებად მიიჩნევენ.
პროკურორმა არა ზოჰრაბიანმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება კათოლიკოსის ძმის, გევორგ ნერსისიანისა და მისი შვილის დაკავების შესახებ.საგამოძიებო კომიტეტის პრესსპიკერმა კიმა ავდალიანმა "რადიო თავისუფლების" სომხურ სამსახურთან დაადასტურა, რომ ამ ორ პირზე სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 211-ე მუხლით აღიძრა, რაც გულისხმობს ვიღაცის იძულებას, აწარმოოს ან შეაჩეროს საარჩევნო კამპანია, ან სხვა გზით ხელი შეუშალოს ამგვარ საქმიანობას.
ზოჰრაბიანის თქმით, ვაღარშაპატის გაერთიანებულ თემში, სადაც ადგილობრივი არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა კანდიდატმა Facebook-ზე დაწერა, რომ 1-ელ ნოემბერს კათალიკოსის ძმამ, გევორგ ნერსისიანმა და მისმა ვაჟმა მის წინასაარჩევნო კამპანიას ხელი შეუშალეს.





