ბათუმის თეატრი

ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა, ნუკრი ქანთარიამ თანამდებობა დატოვა

გამოცემა ბათუმელების ცნობით, ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა, ნუკრი ქანთარიამ თანამდებობა დატოვა.

უცნობია, მან თანამდებობა თავისი სურვილით დატოვა თუ გაათავისუფლეს.

გამოცემა აჭარა თაიმსის თქმით, ნუკრი ქანთარია მთავრობასთან შეთანხმდა.

"მთავრობასთან შევთანხმდი, ყველაფერს ოფიციალური სახე ორ დღეში მიეცემა. ჯერ არ ვახმაურებთ და გირჩევთ, არ დაწეროთ." - განაცხადა ბათუმის დრამატული თეატრის დირექტორმა აჭარა თაიმსთან საუბრისას.

ბათუმის დრამატული თეატრის დასი დირექტორის, ნუკრი ქანთარიას გადადგომას სექტემბრიდან ითხოვდა. მსახიობების თქმით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა დასთან შეხვედრაზე რეჟისორ ოთარ ქათამაძის გარდაცვალებაზე სამძიმრის მაგივრად, გასტროლებსა და შტატის შევსებაზე დაიწყო საუბარი. მათივე თქმით, ქანთარია ქათამაძის პანაშვიდზეც არ ყოფილა.

კომენტარები