უკრაინა

კიევში, ფოსტის განყოფილებაში აფეთქება მოხდა, დაშავდა 5 ადამიანი

30 ოქტომბერს, კიევში, სოლომენსკის რაიონში მდებარე უკრპოჩტის განყოფილებაში აფეთქება მოხდა. ინციდენტის შედეგად დაშავდნენ ადამიანები.

"შემთხვევის შედეგად დაშავდა ფოსტის 5 თანამშრომელი". – წერია კიევის პოლიციის განცხადებაში.

მოგვიანებით ინფორმაცია დაადასტურა კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ. მისი თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამ ეტაპზე უცნობია აფეთქების ზუსტი მიზეზი.

გარდა ამისა, რამდენიმე დღით ადრე, კიევში, ხმელნიცკის რაიონში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა, დაიღუპა ორი ადამიანი. თავდაპირველი ვერსიით, აფეთქების მიზეზი გაზის გაჟონვა გახდა, თუმცა სამართალდამცავები სხვა ვერსიებსაც განიხილავენ.

კომენტარები