აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ბაქოს სასამართლომ ნარკოტიკებით ვაჭრობასა და კიბერდანაშაულში ბრალდებული რუსეთის 8 მოქალაქე პატიმრობაში დამატებით 3 თვით დატოვა.
დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ ირანიდან ნარკოტიკების გადაზიდვა, ონლაინ ნარკოტრეფიკინგი და ინტერნეტ თაღლითობა.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთთან გაზრდილი დაძაბულობის ფონზე ბაქოში ორი ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფების წევრები 1 ივლისს დააკავა. მას შემდეგ, დაჯგუფებების უკანონო აქტივობების გამოსაკვლევად და შესაძლო თანამზრახველების გამოსავლენად გამოძიება მიმდინარეობს.





