საპროტესტო აქციები

მაჭავარიანი: აქციებზე აბსოლუტური უმრავლესობა არის დახელფასებული

მილევად პროცესშია [პროტესტი] უკვე ნახევარი წელია. 100, 150, თვლაში არ შევალ, მერე მოგდევენ ამაზე, რომ 200 კი არა, 400 ვიყავით. [...] იმ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არის დახელფასებული, ყველაზე არ ვამბობ, და არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც არ არის დახელფასებული, აბსოლუტური უმრავლესობა არის დახელფასებული, პარტიული აქტივი, NGO აქტივი, ეს მათი სამსახურია. მათ უნდა შექმნან ეს საინფორმაციო ხმაური იმისთვის, რომ თითქოს არის უწყვეტი აქცია. გარე დავალება იყო სწორედ, რომ უნდა გადაეკეტათ ქუჩა, რომ ჰედლაინები გასულიყო საერთაშორისო მედიაში, რომ აი, იკეტება ქუჩა და ა.შ. და ერთი წელი ვაცდიდით, შეიძლება, ამაზე ბევრი გვსაყვედურობდა და ბოდიში.

[...] ეს ოდესღაც უნდა მორჩენილიყო.

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ლევან მაჭავარიანმა რუსთავი 2-ის ეთერში [სტილი დაცულია].

კომენტარები