რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

პუტინი: აშშ-ს მიერ სანქციების დაწესება რუსეთის მიმართ არამეგობრული ქმედებაა

ეს [სანქციები], რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლის მცდელობაა. მაგრამ არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა და არც ერთი თავმოყვარე ხალხი არასოდეს იღებს გადაწყვეტილებებს ზეწოლის ქვეშ. უდავოდ, რუსეთს აქვს ის პრივილეგია, რომ თავი ამ სიაში - თავმოყვარე ქვეყნების და ხალხების სიაში - ჩათვალოს.

[...]თუ პოლიტიკურ მხარეზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, ეს რუსეთის მიმართ არამეგობრული ქმედებაა. ეს აშკარაა და ისინი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს, რომლებიც სულ ახლახან იწყებდა აღდგენას, არ აძლიერებენ. რა თქმა უნდა, ასეთი მოქმედებებით აშშ-ს ადმინისტრაცია ზიანს აყენებს რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს.

თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

კომენტარები