რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ორბანი: ტრამპისა და პუტინის სამიტისთვის მზადება გრძელდება, თარიღი ჯერ კიდევ გაურკვეველია

ვიქტორ ორბანი
Photo: Simon Wohlfahrt/AFP via Getty Images

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა საკუთარ Facebook გვერდზე დაწერა, რომ ტრამპისა და პუტინის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება, თუმცა "თარიღი ჯერ კიდევ გაურკვეველია".

"[უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ] სიარტო ვაშინგტონში იმყოფება. მშვიდობის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება. თარიღი ჯერ კიდევ გაურკვეველია. როცა დრო მოვა, ჩვენ მას ჩავატარებთ" - დაწერა ორბანმა.

ცნობისთვის, გუშინ დასავლურ მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა უახლოეს მომავალში აღარ იგეგმებოდა.

კომენტარები