რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

Reuters: დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა უახლოეს მომავალში არ იგეგმება

ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი
Defence News

აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა უახლოეს მომავალში არ იგეგმება. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ს თეთრი სახლის მაღალი თანამდებობის პირმა უთხრა.

როგორც, თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, პირისპირ შეხვედრის გეგმა არ აქვთ აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს, თუმცა, მისი თქმით, 20 ოქტომბერს მათ შორის შემდგარი სატელეფონო საუბარი "პროდუქტიული" იყო.

16 ოქტომბერს ტრამპმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თქვა, რომ "მომავალ კვირაში ჩვენი მაღალი დონის მრჩევლების შეხვედრაზე შევთანხმდით." 

აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ის და პუტინი ახლო მომავალში ერთმანეთს უნგრეთში უნდა შეხვედროდნენ და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები ეწარმოებინათ.

კომენტარები