კობახიძის განათლების რეფორმა

მიქანაძე "რეფორმაზე": ჩვენი მიზანია სახელმწიფო უნივერისტეტებმა იმუშაონ სახელმწიფო დაკვეთაზე

[...] ეს რეფორმა ძირითადად შეეხება სახელმწიფო უნივერსიტეტებს, დღეს საქართველოში მოქმედებს 64 უმაღლესი სასწავლებელი, რომელთაგანაც 19 არის სახელმწიფო და 45 არის კერძო უმაღლესი სასწავლებელი.

ჩვენი კონკრეტული მიზანია, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა, იმუშაონ სახელმწიფო დაკვეთაზე - საუბარი გვაქვს იმ პროფესიების აქტიურ ლობირებაზე, რომელზეც დეფიციტური მოცემულობა გვაქვს და მოთხოვნადია ბაზარზე.

ეს ჰაერიდან ვერ მოვა, რა თქმა უნდა, ამისთვის საჭირო არის, რომ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ეკონომიკის სამინისტროსთან და ბიზნეს სექტორთან ერთად, რეგულარულად აწარმოოს ბაზრის კვლევა იმისთვის, რომ ჩვენ პულსზე გვედოს ხელი, რომ ყოველწუთიერად ვიცოდეთ ბაზრის მოთხოვნილება რა არის. 

თქვა ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ კობახიძის განათლების რეფორმაზე.

კომენტარები