რობერტ ფიცოს მვკლელობის მცდელობა

რობერტ ფიცოზე თავდასხმაში ბრალდებულს 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

სლოვაკეთის სასამართლომ 72 წლის პოეტს, იურაი ცინტულას, რომელმაც პრემიერმინისტრ რობერტ ფიცოს თავს დაესხა 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ცინტულა ტერორიზმის მუხლით გაასამართლეს.

დაცვის მხარე საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვდა, მათი განცხადებით ეს იყო პროტესტის აქცია და არა ტერორიზმი. თავად ცინტულას თქმით, მას არა ფიცოს მოკვლა, არამედ მისი დაშავება უნდოდა, რათა პრემიერობა ვეღარ გაეგრძელებინა. "არ მინდოდა მოკვლა, მინდოდა, რომ მიმხვდარიყო". – განაცხადა ცინტულამ.

ცინტულა არ ეთანხმება სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაჩენის გასაჩივრებას აპირებს.

2024 წლის 15 მაისს, ქალაქ განდლოვაში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე გამოსულ ფუცის ცინტულამ რამდენჯერმე პისტოლეტიდან ესროლა. მსროლელი ადგილზე დააკავეს. პოეტმა თავისი ქმედებები მთავრობის კურსთან უთანხმოებით ახსნა და დანაშაული აღიარა.

მძიმედ დაჭრილი ფიცო საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაისის ბოლოს ის გამოწერეს.

კომენტარები