კრიმინალი

შსს-მ 2024 წლიდან ქურდობის ბრალდებით ძებნილი პირი დააკავა

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქვემო ქართლში, პოლიციის დეპარტამენტის, მარნეულის რაიონული სამმართველოსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით ძებნილი - 2001 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს.

"მსჯავრდებული ა.ა. მარნეულის რაიონული სამმართველოს მიერ, 2024 წლიდან იძებნებოდა. სამართალდამცველებმა იგი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თბილისში დააკავეს. მსჯავრდებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში". - წერს შსს.

კომენტარები