ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასის თქმით, ნოემბერში ძალაში შევა ახალი სავიზო რეგულაციები, რაც ევროკავშირს საშუალებას მისცემს, გააუქმოს უვიზო რეჟიმი გარკვეული ჯგუფებისთვის. ამასთან დაკავშირებით მან ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"მინისტრებმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გაუარესებას განაგრძობს. ევროპელი ელჩების მიმართ პირადი თავდასხმები მიუღებელია და ამას დიპლომატიაში ადგილი არ აქვს.
ევროკომისია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს მიმდინარე წლის ბოლომდე წარადგენს. ნოემბერში ძალაში შევა ახალი რეგულაციები ვიზებთან დაკავშირებით, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გავაუქმოთ უვიზო რეჟიმი გარკვეული ჯგუფებისთვის". - თქვა კაია კალასმა.





