აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ აშშ-მ ფენტანილით და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებებით დატვირთული წყალქვეშა ნავი გაანადგურა, რომელიც აშშ-ს მიმართულებით მოძრაობდა. მისივე თქმით, ხომალდზე ოთხი ნარკოტერორისტი იმყოფებოდა, რომელთაგან იერიშის ფარგლებში ორი მოკლეს, ორი კი სამშობლოში, ეკვადორსა და კოლუმბიაში დაბრუნდებიან, სადაც მათ დააკავებენ და გაასამართლებენ.
ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.
"ჩემთვის დიდი პატივი იყო, გამენადგურებინა ნარკოტიკების გადამზიდი ძალიან დიდი წყალქვეშა ნავი, რომელიც ცნობილ სანარკოტრეფიკინგე მარშრუტზე აშშ-ს მიმართულებით მოძრაობდა. დაზვერვამ დაადასტურა, რომ ეს ხომალდი ძირითადად ფენტანილით და სხვა უკანონო ნარკოტიკებით იყო დატვირთული. ხომალდზე ოთხი ცნობილი ნარკოტერორისტი იმყოფებოდა. ტერორისტებს შორის ორი მოკლულია. სულ მცირე, 25 000 ამერიკელი მოკვდებოდა, თუ ამ წყალქვეშა ნავს ნაპირზე მოსვლის ნებას დავრთავდი. ორი გადარჩენილი ტერორისტი თავიანთ სამშობლოში, ეკვადორსა და კოლუმბიაში დაბრუნდება, რათა დააკავონ და გასამართლდნენ. იერიშის დროს არცერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა. ჩემი მეთვალყურეობით აშშ უკანონო ნარკოტიკების ტრეფიკინგს არ მოითმენს, იქნება ეს ხმელეთით თუ ზღვით". - წერს ტრამპი.





