ლატვია-საქართველო

ლატვიამ საქართველოს ორი მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

A-Z Animals

ლატვიამ საქართველოს ორი მოქალაქე პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს.

აღნიშნული პირების ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

"იმიგრაციის კანონის 61-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბაიბა ბრაჟემ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს ორი მოქალაქის ლატვიის რესპუბლიკის პერსონა ნონ გრატას სიაში შეყვანის გადაწყვეტილება მიიღო, რითაც მათ ლატვიაში შესვლა უვადოდ აეკრძალათ" - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები