ლატვია-საქართველო

რინკევიჩსი: რუსეთის ქმედებები აჩვენებს, რომ მკაცრი პასუხისთვის უნდა ვიყოთ მზად

EPA

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, ლატვია ყოველთვის უჭერდა მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რინკევიჩსმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულება შეაფასა.

"ჩვენ ასევე დავგმეთ ხელშეკრულების გაფორმება, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვის კიდევ ერთი გამოხატულება, ასევე დაირღვა საერთაშორისო სამართლის პრინციპები. ჩვენ ვფიქრობთ, არსებულ სიტუაციაში ეს საკმაოდ საშიში ნაბიჯია, რაც აუცილებლად უნდა დაიგმოს. ახლანდელი სიტუაცია უკრაინაში, რუსეთის ქმედებები კავკასიის რეგიონში აჩვენებს, რომ ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება მკაცრი პასუხისთვის უნდა ვიყოთ მზად. მე მჯერა, რომ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე აფხაზეთში არსებულ სიტუაციას განვიხილავთ და ევროკავშირიც მკაცრად გამოეხმაურება ამ ხელშეკრულების გაფორმებას", - განაცხადა რინკევიჩსმა პრეზიდენტის სასახლეში, სადაც ლატვიის პრეზიდენტის და მისი დელეგაციის დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

კომენტარები