ივანიშვილის განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ განათლების რეფორმაზე ისაუბრა. მიქანაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ახალგაზრდები საქართველოში რჩებოდნენ და უმაღლესი სტანდარტის ცოდნას სწორედ აქ იღებდნენ.
"მუდმივ რეჟიმში ბაზრის კვლევის აუცილებლობა და საჭიროება განისაზღვრა იმისთვის, რომ ჩვენ მიზნად დავსახოთ, თუ რომელი პროფესიის მიხედვით რა რაოდენობის კვალიფიციური კადრები უნდა გამოუშვან კონკრეტულმა უნივერსიტეტებმა. შესაბამისად, სახელმწიფო უნივერსიტეტები მაქსიმალურად ორიენტირებული უნდა იყვნენ იმაზე, რომ სწორედ სახელმწიფო დაკვეთა შეასრულონ - სახელმწიფო დაკვეთა კი ბაზრის მოთხოვნებიდან უნდა მომდინარეობდეს [...]
რეფორმის ფარგლებში გადახალისდება ის მოცემულობა, რაც კონკრეტული მიმართულებით პროფესორ-მასწავლებლების საჭიროებასთანაა დაკავშირებული. ჩვენ უნდა განვსაზღვროთ ის დეფიციტური მიმართულებები, სადაც შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლები არ გვყავს და საზღვარგარეთიდან შესაბამისი ცოდნის, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის პროფესორ-მასწავლებლები უნდა ჩამოვიყვანოთ [...]
მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ახალგაზრდები საქართველოში რჩებოდნენ და იღებდნენ უმაღლესი სტანდარტის ცოდნას, როგორც სასკოლო, ასევე უნივერსიტეტების დონეზე. სწორედ ამიტომ დავაინიცირეთ უმაღლესი განათლების რეფორმა". - თქვა მიქანაძემ.
ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, იმედი LIVE-ის ეთერში, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი განათლების რეფორმების შესახებ ისაუბრა.





