ლელო-ძლიერი საქართველო ქართული ოცნების მიერ დაგეგმილ განათლების რეფორმას გამოეხმაურა. განცხადება თაზო დათუნაშვილმა გააკეთა.
"კობახიძის მიერ წარდგენილი განათლების ე.წ. რეფორმა საქართველოს ცივილიზებული მომავლისთვის და ჩვენი მომავალი თაობის სწორად განათლებისთვის მორიგი ფუნდამენტური საფრთხეა [...] ერთი მხრივ, დაანონსებული რეფორმა, აკადემიურ სფეროში პოლიტიკური ნიშნით მასიური წმენდის საწინდარია, მეორე მხრივ კი, საშუალო განათლების სისტემაზე პირდაპირი დარტყმაა [...] ეს რეფორმა ნონსენსია და ფუნდამენტშივე საქართველოს განათლების სისტემის სწორ გზაზე განვითარებას ებრძვის". - თქვა დათუნაშვილმა.
ივანიშვილის პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ, იმედი LIVE-ის ეთერში, ქართული ოცნების მიერ დაგეგმილი განათლების რეფორმების შესახებ ისაუბრა.





