პაკისტანი-ავღანეთი

პაკისტანი-ავღანეთის საზღვარზე ტერაქტი მოხდა, დაიღუპა 7 პაკისტანელი სამხედრო

პაკისტანისა და ავღანეთის საზღვარზე სავარაუდოდ ავღანელმა, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.

ტერაქტის შედეგად დაიღუპა 7 პაკისტანელი სამხედრო მოსამსახურე.

პაკისტანსა და ავღანეთს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ისლამაბადმა თალიბანს მოსთხოვა, ზომები მიეღოთ იმ მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებმაც პაკისტანში თავდასხმები გააძლიერეს და რომლებიც, პაკისტანის თქმით, ავღანეთს აფარებენ თავს. თალიბანი უარყოფს, რომ პაკისტანელი მებრძოლები ავღანეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.

გავრცელებული ცნობებით, ავღანეთის თალიბანის ძალები პაკისტანის სასაზღვრო პუნქტებს დაესხა თავს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას პაკისტანმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საჰაერო იერიში მიიტანა. 

15 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ პაკისტანი და ავღანეთის თალიბანის ადმინისტრაცია ცეცხლის დროებით, 48 საათით, შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, როგორც პაკისტანი, ისე ავღანეთი გამოსავლის პოვნას დიალოგის გზით ეცდებიან.

კომენტარები