ისლამაბადი აცხადებს, რომ პაკისტანი და ავღანეთის თალიბანის ადმინისტრაცია ცეცხლის დროებით, 48 საათით, შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, როგორც პაკისტანი, ისე ავღანეთი გამოსავლის პოვნას დიალოგის გზით ეცდებიან.
პაკისტანსა და ავღანეთს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ისლამაბადმა თალიბანს მოსთხოვა, ზომები მიეღოთ იმ მებრძოლების წინააღმდეგ, რომლებმაც პაკისტანში თავდასხმები გააძლიერეს და რომლებიც, პაკისტანის თქმით, ავღანეთს აფარებენ თავს. თალიბანი უარყოფს, რომ პაკისტანელი მებრძოლები ავღანეთის ტერიტორიაზე იმყოფებიან.
გავრცელებული ცნობებით, ავღანეთის თალიბანის ძალები პაკისტანის სასაზღვრო პუნქტებს დაესხა თავს მას შემდეგ, რაც გასულ კვირას პაკისტანმა ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში საჰაერო იერიში მიიტანა.





