აშშ

აშშ-ში ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს

16 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს, ჯონ ბოლტონს მერილენდის ფედერალურმა ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალი წაუყენეს.

ბოლტონს ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის გაცემაზე რვა მუხლითა და ეროვნული თავდაცვის ინფორმაციის შენახვაზე ათი მუხლით ედება ბრალი.

სასამართლო ჩანაწერების თანახმად, გასულ თვეში გასაჯაროებულმა სასამართლო დოკუმენტებმა გამოააშკარავა, რომ ბოლტონი გასაიდუმლოებულ მასალასთან არასწორი მოპყრობის გამო ფედერალური გამოძიების ქვეშ იყო აყვანილი.

ბრალდების თანახმად, ბოლტონმა ეროვნული უსაფრთხოების თანამდებობაზე ყოფნის დროს, "ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის რანგში ყოველდღიური საქმიანობის შესახებ ათასზე მეტი გვერდი – მათ შორის, ეროვნული თავდაცვის შესახებ ინფორმაცია, რომელიც კლასიფიცირებული იყო უმაღლესი საიდუმლო", გაუზიარა ორ არაუფლებამოსილ პირს, რომლებიც მისი ნათესავები იყვნენ.

22 აგვისტოს FBI-მ ბოლტონის სახლი და ვაშინგტონში მისი ოფისი გაჩხრიკა.

ბოლტონის ადვოკატს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

კომენტარები