რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნებმა უკრაინასთან თავდაცვის გაძლიერების ინიციატივა გააფორმეს

ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტერიალზე უკრაინის დასახმარებლად სკანდინავიისა და ბალტიის ქვეყნების ინიციატივა გაფორმდა. შეთანხმებას ხელს აწერენ დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლითვა, ნორვეგია, პოლონეთი, შვედეთი და უკრაინა. 

შეთანხმების ფარგლებში, ევროპული სახელმწიფოები დაეხმარებიან უკრაინას საბრძოლო უნარების განვითარებაში და მიაწვდიან საჭირო აღჭურვილობას. 

"ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მოკავშირეებს შორის უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების დასახმარებლად. უკრაიანს სჭირდება ჯარის გაძლიერება, როგორც ცოდნით, ასევე აღჭურვილობით" – ამბობს ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი, ტორე სანდვიკი.

არსებული ინფორმაციით, ნორვეგია იქნება შეთანხმების ლიდერი, რომელიც უზრუნველყოფს მონაწილე ქვეყნებს შორის ახლო კოორდინაციას და ჯამში დაახლოებით 850 მილიონ ევროს გამოყოფს. 

კომენტარები