ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთ-უკრაინის ომსა და უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან პარასკევს ჩანიშნულ შეხვედრაზე ისაუბრა.
ტრამპმა აღნიშნა, რომ "ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, მაგრამ არის ომი, რომელიც რუსეთს კარგად არ წარმოაჩენს".
"მან [პუტინმა] აუცილებლად უნდა დაასრულოს ომი.
მათ [რუსებს] დიდი რიგები აქვთ, საწვავს ელოდებიან და იცოდნენ, რომ ეს მოხდებოდა - სრულიად მოულოდნელად მათი ეკონომიკა ჩამოიშალა და მე მინდა, რომ ის უკეთ ვითარებაში ვნახო ვნახო.
ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ვლადიმირ პუტინთან, მაგრამ ის უბრალოდ არ ამთავრებს ამ ომს, როცა შეეძლო მალევე დაესრულებინა და მე თქვენ გეტყვით, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უკრაინა 4 წლის განმავლობაში შეძლებდა მყარად დგომას და რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
ეს არის ომი, რომელიც არასდროს უნდა მომხდარიყო, მაგრამ არის ომი, რომელიც რუსეთს კარგად არ წარმოაჩენს.
ჩვენ უკრაინის შესახებ საუბრები გვაქვს, პრეზიდენტი პარასკევს ჩამოდის და მე ვიცი, რაც ექნება სათქმელი - მას Tomahawk-ები უნდა". - თქვა დონალდ ტრამპმა




