რუსული რეჟიმი

შარმანაშვილი: 10 კაცი რუსთაველს რომ ვერ გადაკეტავს, დემოკრატია დაგვემხობა თავზე თურმე

აი, ეს არის ე.წ. არასამთავრობოების მაღალი კომპეტენცია. 10 კაცი რუსთაველის გამზირს რომ ვერ გადაკეტავს, დემოკრატია დაგვემხობა თავზე თურმე. შეიკრიბოს საკმარისი რაოდენობა და ეს კანონი მათ არ შეეხება. 

აკაცუკიზმი უნდა დასრულდეს. 

თუ უნდათ, ექსპერიმენტი ჩაატარონ. მივიდნენ პარიზში, ლონდონში, ბერლინში 50 კაცი თუნდაც, გადაკეტონ ცენტრალური გამზირი და როგორც იქ მოიქცევა პოლიცია,  ვთხოვოთ ჩვენ პოლიციას, რომ გაიმეოროს.

წერს ივანიშვილის დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი და ქართული ოცნების ახალ კანონპროექტზე არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას ეხმაურება

არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, "ახალი ცვლილებების ინიცირება წარმოადგენს დემოკრატიული წესრიგის არსებითი საფუძვლის - მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას. ამ ცვლილებებით, ხელისუფლება ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა".
 

კომენტარები