ევროკავშირთან ურთიერთობა

ბოჭორიშვილი: დღეს ბრიუსელში ვხედავთ ხალხს, რომლებიც საბჭოთა დროს იყო პოლიტიკური ელიტა

2004 წელს ევროკავშირი, რომ გაფართოვდა, ეს დიდი გაფართოება რომ მოხდა, მახსოვს ძალიან კარგად, იყო მსჯელობა პოსტსაბჭოთა სოციალისტური ბანაკის ქვეყნები, რამდენად კარგად იყვნენ მზად, რამდენად იყვნენ ეს ქვეყნები მზად, რომ გამხდარიყვნენ ევროკავშირის წევრები და განსაკუთრებით, საფრანგეთში იყო პოპულარული ასეთი დისკუსიები და მერე ეს ხშირად გვესმოდა, რომ თქვენ არ ხართ ჯერ მზად, იმისთვის რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე ვისაუბროთ.

მოხდა ეს დიდი გაფართოება, ეს არ იყო მაინცდამაინც ორგანული, ასე ვთქვათ, რაღაც პრობლემები, სადღაც ჩანდა და რა არის ეს პრობლემები? ეს პრობლემები არის ის, რომ რეალურად თაობის ცვლა არ მომხდარა, ჩვენ, დღეს ბრიუსელში ვხედავთ იმ ხალხს, რომლებიც კომუნისტურ და საბჭოთა პერიოდის დროს, იყვნენ პოლიტიკური ელიტა და დღეს ისინი დაბინავებული არიან ბრიუსელში, ევროკავშირის სტრუქტურებში და იგივე მეთოდებით, თამამად შემიძლია ვთქვა, იგივე მეთოდებით რა მეთოდებითაც საბჭოთა კავშირის დროს შეიძლება ისინი პოლიტიკას აკეთებდნენ, იგივე მეთოდებით ცდილობენ, რომ ევროკავშირში აკეთონ პოლიტიკა.

თქვა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა 

კომენტარები