ევროკავშირთან ურთიერთობა

კალაძე: ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო

ჩემი პოზიცია მარტივია - არც კალასი და არც კოსი ვერ გიშველით იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ გიჭერთ მხარს. ევროკავშირი საერთოდ არ არის საინტერესო. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. ერთი რამ უნდა გაიგოთ თქვენ - ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი არიან რიგითი მოქალაქეები, ვისაც აქ ხედავთ, ქვეყნის მოსახლეობა და არა ვიღაც კალასები, მალასები და ვიღაცები გარედან. გაიგეთ ეს, გაითავისეთ. ამ ქვეყანას მართავს მხოლოდ და მხოლოდ მისი აღმატებულება ქართველი ხალხი, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ვინ იყოს ხელისუფლებაში და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას, ოპოზიციური სპექტრი როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი.

ასე შეაფასა ივანიშვილის მერმა, კახი კალაძემ კაია კალასისა და მარტა კოსის განცხადება

ცნობისთვის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა (EEAS) "თვითმმართველობა 2025"-თან დაკავშირებით ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის, მარტა კოსის ერთობლივ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ - "საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ამ შაბათს განსხვავებული აზრის ფართომასშტაბიანი ჩახშობის გარემოში ჩატარდა"

კომენტარები