სლოვაკეთის პრეზიდენტთან მქონდა შეხვედრა და ერთი-ერთში არის იმ ადამიანების დამოკიდებულება, რომლებიც ამ ძალებს ექვემდებარებიან იქაც ოპოზიციაში. გვახსოვს, ფიცოსაც კი მოკვლა დაუპირეს იქამდე მივიდა ის პროცესი, იმდენად არის გართულებული, როდესაც შენ წინააღმდეგობაში მიდიხარ ამ ძალასთან. მეთოდები ერთი და იგივეა, ერთი და იგივე პროფესიის ადამიანების ჩართულობა და ერთი და იგივე ტექნოლოგიებით, მედიასაშუალებებით, "სფიჩებით" არის წარმოდგენილი. [...]
გაიხსენეთ, პოლიციელებზე შეურაცხყოფები, მისი ომონად მოხსენიება, მცდელობა იყო, რომ ძალაც ეხმარათ და მერე ესაუბრათ, რომ დავაჩმორეთ. ეს ის მეთოდებია, სადაც მოხდა ამ საშუალებებით განხორციელება, ხელისუფლების ცვლილება, ჩვენთანაც იყო 2003 წელი, იქ ეს ყველაფერი შესრულდა იმიტომ, რომ სუსტი იყო ხელისუფლება, ინსტიტუტები და ამ საშუალებებით მოხდა ცვლილება ხელისუფლების.





