აშშ-რუსეთი

რიაბკოვის თქმით, რუსეთისთვის აშშ-სთან პლუტონიუმის პაქტით ნაკისრი ვალდებულებები მიუღებელია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სერგეი რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა, რომ არსებული გარემოებების გათვალისწინებით, რუსეთი აშშ-თან პლუტონიუმის მართვისა და განადგურების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შენარჩუნებას მიუღებლად მიიჩნევს.

“ამ სიტუაციაში, ამ შეთანხმების ფარგლებში აშშ-თან თანამშრომლობის შეწყვეტა ყველაზე ბუნებრივი ნაბიჯია. პლუტონიუმთან დაკავშირებული შემდგომი ვალდებულებების შენარჩუნება, მიუღებელია და არამიზანშეწონილია ნებისმიერი თვალსაზრისით.” - განმარტა რიაბკოვმა.

რუსეთის სახელმწიფო დუმამ 8 ოქტომბერს განიხილა კანონპროექტი „რუსეთის ფედერაციის მიერ რუსეთის ფედერაციის მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას შორის თავდაცვის მიზნებისთვის აუცილებლად გამოცხადებული პლუტონიუმის განადგურების, მისი დამუშავებისა და ამ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების და ამ შეთანხმების ოქმების დენონსაციის შესახებ.“ პარლამენტის ქვედა პალატამ ასევე მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, გავიდეს აშშ-თან დადებული უმნიშვნელოვანესი შეთანხმებიდან, რომელიც მიზნად ისახავდა ცივი ომის დროინდელი ბირთვული იარაღიდან დარჩენილი პლუტონიუმის მარაგის შემცირებას.

რიაბკოვმა დააზუსტა, რომ საჭირო თანხმობები მიღებულია და თუ ამ კანონს მიიღებენ, მის განსახორციელებლად დამატებითი ფედერალური ხარჯები აღარ იქნება საჭირო.

მან გაიხსენა, რომ ეს შეთანხმება პრეზიდენტის ბრძანებულებით 2016 წლის 31 ოქტომბერს შეჩერდა და იმავე დროს ამ საკითხთან დაკავშირებით ფედერალური კანონი მიიღეს. 

რიაბკოვმა ასევე განაცხადა, რომ ამის მიზეზები იყო გარემოებების ფუნდამენტური ცვლილება, აშშ-ს მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება, უკრაინის მხარდამჭერი კანონის მიღება, რაც რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევის საშუალებას იძლევა, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება და აღმოსავლეთ ევროპაში აშშ-ს სამხედრო მზადყოფნის გაძლიერება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, აშშ-ს ჰქონდა განზრახვა, რუსეთის თანხმობის გარეშე, შეეცვალა პლუტონიუმის განადგურების პროცედურა შეეეცვლა.

პლუტონიუმის მართვისა და განადგურების შეთანხმება (PMDA), რომელიც 2000 წელს გაფორმდა, ავალდებულებდა როგორც აშშ-ს, ისე რუსეთს, გაენადგურებინათ სულ მცირე 34 სამხედრო დანიშნულების პლუტონიუმი თითოეულ მხარეს. აშშ-ს მაღალჩინოსნების განცხადებით, პლუტონიუმის ეს რაოდენობა საკმარისი იქნებოდა 17 000-მდე ბირთვული რაკეტისთვის. შეთანხმება ძალაში შევიდა 2011 წელს.

კომენტარები