რუსული რეჟიმი

ბზიშვილის და ფანქველაშვილის საქმეზე სააპელაციომ გორის სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა

თეონა ფანქველაშვილი, მოსამართლე ნინო გერგაული, თეო ბზიშვილი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, თამარ ონიანმა გორის სასამართლოს მოსამართლის ნინო გერგაულის გადწყვეტილება გააუქმა. ინფორმაციას ქართლის ამბები ავრცელებს

იქამდე გორის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აქტივისტების, თეონა ფანქველაშვილისა და თეო ბზიშვილის საბანკო ანგარიშებზე სრული წვდომის შესახებ ივანიშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 

აღნიშნული კურპრაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საქმის მიხედვით, ანტიკორუფციული ეჭვობდა, რომ აქტივისტები მოძრაობა ფარისა და ერთობის ტრენინგებში მონაწილეობდნენ. სწორედ ამის გამო ითხოვდა კუპრაშვილი მათ საბანკო ანგარიშებზე წვდომას. 

"ბიურო ითხოვს სრულ წვდომას საბანკო ანგარიშების ყველა ტრანზაქციაზე, რომელიც განხორციელებულია ბოლო ფაქტობრივად 2 წლის განმავლობაში, რაც ფაქტობრივად დაუსაბუთებელია". - ამბობდა ადვოკატი ფანქველაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში 2 ოქტომბერს.

კომენტარები