ადგილობრივი მედია ქართლის ამბების ცნობით, გორის სასამართლოს მოსამართლე, ნინო გერგაულმა აქტივისტების, თეონა ფანქველაშვილისა და თეო ბზიშვილის საბანკო ანგარიშებზე სრული წვდომის შესახებ ივანიშვილის ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
მათივე ცნობით, კუპრაშვილმა მოსამართლის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ფანქველაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოდან დაკავშირდნენ.
"როგორც თეონა ფანქველაშვილი აცხადებს, ანტიკორუფციულ ბიუროს ეჭვი აქვს, რომ აქტივისტები არიან მოძრაობა ფარისა და ერთობის წევრები და სურთ ხელისუფლებაში მოსვლა.
აქტივისტების უფლებებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი იცავს.
ლექსო მერებაშვილის ცნობით, ნინო გერგაულმა ანტიკორუფციულ ბიუროს განუმარტა, რომ იმისათვის, რომ აქტივისტები წარმოადგენდნენ რომელიმე პოლიტიკურ სუბიექტს, უნდა ჰქონდეთ საჯაროდ გაცხადებული მათი მხარდაჭერის შესახებ, ასევე სხვა მტკიცებულებები მოძრაობის წევრობის თაობაზე; პოლიტიკური სუბიექტის სურვილი ხელისუფლებაში მოსვლისა" . - წერს მედია.
"ბიურო ითხოვს სრულ წვდომას საბანკო ანგარიშების ყველა ტრანზაქციაზე, რომელიც განხორციელებულია ბოლო ფაქტობრივად 2 წლის განმავლობაში, რაც ფაქტობრივად დაუსაბუთებელია". - ამბობს ადვოკატი ფანქველაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.
თეონა ფანქველაშვილის განცხადებით, მას აღნიშნულ ორგანიზაციასთან არანაირი კავშრი არ აქვს.





