უკანონო მიგრაცია

საქართველოდან უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე გააძევეს - შსს

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტისა და სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მჭიდრო კოორდინაციით, საქართველოდან უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე გააძევეს.

"ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გააძევეს: ინდოეთის, ერაყის, ეგვიპტის, ბანგლადეშის, ჩინეთის, კამერუნის, აზერბაიჯანის, ანგოლას, განას, პაკისტანის და თურქეთის - ჯამში 27 მოქალაქე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ." - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები