შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 26 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
"ბოლო დღეებში ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის, ირანის, თურქეთის, თურქმენეთის, ჩინეთის, კუბის, ნიგერიის, ეგვიპტის, ლიბანის, კამერუნის და პაკისტანის- ჯამში 26 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ". - წერს შსს.





