რუსული რეჟიმი

შსს: დღეს და მომდევნო დღეებში გამართული ნებისმიერი შეკრება გუშინდელი მცდელობის გაგრძელებაა

დღეს და მომდევნო დღეების განმავლობაში გამართული ნებისმიერი შეკრება არის გუშინდელი მცდელობის გაგრძელება - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს აცხადებს, რომ გუშინდელი აქციის, რომლის "გაცხადებული მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო", მომდევნო დღეებში საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დასაცავად შესაბამის ზომებს მიიღებს.

"მოვუწოდებთ ყველას, მხედველობაში მიიღონ ეს გარემოება და თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისგან, რომელიც მათ მიმართ სამართლებრივი ზომების მიღების საფუძველი შეიძლება გახდეს" - წერია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, დღეს ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "არ შეიძლება, 110-მა კაცმა 1 110 000 კაცს ქუჩა გადაუკეტოს".

კომენტარები