4 ოქტომბრის აქცია

ყაველაშვილი: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები მოუწოდებდნენ ქართველებს ხელისუფლების დამხობისკენ

უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ორგანიზებული ძალები გუშინ მოუწოდებდნენ საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების დამხობისკენ და ეს არავის არ შერჩება, იქნება მკაცრი პასუხი ამასთან დაკავშირებით. [...] ჩვენი საზოგადოება დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ძალიან კარგ ანალიზს აკეთებს, ბრძენი ქართველი ხალხი არავის მისცემს უფლებას, რომ საქართველოში ძალადობრივი გზით მოხდეს ხელისუფლების ცვლილება. [...] განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება, მაღალი სტანდარტი გუშინ კიდევ ერთხელ გამოვლინდა. უნდა იცოდეს იმ ხალხმა, ვინც ამ ყველაფრის წინააღმდეგია, ვინც მოუწოდებდა დამხობისკენ, ძალადობისკენ, ხელისუფლების ჩამომხობისკენ - ამ ადამიანებს გაეცემათ განსაკუთრებით მკაცრი პასუხი, ეს არის საზოგადოების მოთხოვნაც.

[...] ხელისუფლება ამ ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ იქნება შეცვლილი არჩევნების გზით. ვხედავთ წლიდან წლამდე ეს არჩევნები როგორ უმჯობესდება და სამაგალითო ხდება. გუშინაც დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში მსგავსი სტანდარტი ჯერ კიდევ არ არსებობს.

თქვა ივანიშვილის პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა 4 ოქტომბრის აქციაზე საუბრისას.

კომენტარები