თუ არ გინდათ წარსული, თუ გინდათ დედაქალაქის გათავისუფლება კორუფციისგან, უსამართლობისგან, ეს ქალაქი და ქვეყანა პოლიტიკური პატიმრების გარეშე, კორუფციის გარეშე, უსამართლობის, უკანონობის, არაკომპეტენტურობის გარეშე, აუცილებლად უნდა მიხვიდეთ თქვენს საარჩევნო უბნებზე და მისცეთ ხმა საქართველოს მომავალს. არა წარსულს, არამედ მომავალს. მარტივი ფორმულირებაა, რომ თქვენი დედაქალაქის, თბილისის და მთელი საქართველოს ბედს წყვეტთ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ. იმედიანად, მშვიდობიანად. ამისთვის საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე და გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა, თქვენი აზრი იმ პოლიტიკური პარტიის მიმართ, იმ პოლიტიკური გუნდებს და კანდიდატების მიმართ, რომლებიც საუბრობენ მომავალზე. კი არ კინკლაობენ, არამედ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომლითაც შეიძლება მხარი დაუჭირონ მოქალაქეებს აღმოვფხვრათ ის სიღარიბე, უსამართლობა და კორუფცია, რაც ჩვენ გარშემო ახლა არის გამეფებული. [...]
საარჩევნო მანიპულაციის, ზეწოლის, ძალადობის მხრიდან დაცვის საუკეთესო საშუალება არსებობს - მაღალი აქტივობა. რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა მივიდეს საარჩევნო უბანზე და ეს არის სწორედ იმის გარანტია, რომ მანიპულაცია საარჩევნო უბნებზე იქნება ბევრად მცირე ქართული ოცნების მხრიდან, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ ამომრჩევლები არ მივლენ საარჩევნო უბნებზე. მთავარია, მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე, დააფიქსირონ თქვენი ხმა და მოსაზრება და ეს იქნება მთავარი დაზღვევა გაყალბების, მანიპულაციის, ზეწოლის და ძალადობის წინააღმდეგ.
თვითმმართველობა 2025
კუპრაძე: საარჩევნო მანიპულაციისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა მაღალი აქტივობა





