თვითმმართველობა 2025

დათუნაშვილი: დავამონტაჟეთ კამერები, დაფიქსირებული იქნება ყველა მზაკვრული გეგმა

ლელო-ძლიერი საქართველოს წევრმა, თაზო დათუნაშილმა მიმდინარე თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ბრიფინგზე ისაუბრა.

ის საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მივიდნენ არჩევნებზე. მისი თქმით, უბნებზე დაყენებული აქვთ ვიდეომონიტორინგის კამერები და დააფიქსირებენ ყველა დარღვევას.

"საქართველოს მოქალაქეებს, ყველას მოგიწოდებთ, რომ მოიხადოთ თქვენი სამოქალაქო ვალი და აუცილებლად მიხვიდეთ საარჩევნო უბნებზე. ვითარება საარჩევნო უბნებზე, დღეის მდგომარეობით არის შემდეგი: ლელოს წარმომადგენლებმა და კომისიის წევრებმა 582 თბილისის უბანზე დაამონტაჟეს ვიდეომონიტორინგის კამერები. ეს კამერები გათვალისწინებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-8 მუხლის 25-ე ნაწილით. უწყვეტობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს აი, ამ გადაღებისა და ვიდეო მონიტორინგისა აბსოლუტურად ყველა უბანზე. ჩვენს წარმომადგენლებს აქვთ სრული უფლება, რომ აწარმოონ მთელი საარჩევნო პროცესის ვიდეომონიტორინგი, რაც ნიშნავს, რომ ყველა მზაკვრული გეგმა, ყველა სისტემური დარღვევა, ყველა ძველბიჭების თუ პოლიციის უკანონო მობილიზება უბანზე, ყველა გადაცდომა და ექსცესი იქნება დაფიქსირებული. მინდა მოვუწოდო აბსოლუტურად ყველა კომისიის თავმჯდომარეს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას: ხელი არ წაგიცდეთ ამ კამერებზე, საქართველოს საარჩევნო კოდექსი ითვალისწინებს ვიდეო მონიტორინგს და უთხარით ყველას, ყველა უბანს, რომ ამ კამერების დაყენების ხელის შეშლა არის ძალიან მძიმე დარღვევა." - თქვა დათუნაშილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნაძალადევის რაიონის 33-ე უბნის თავმჯდომარე ხელს უშლის ვიდე მონიტორინგს და თუ ამას არ შეწყვეტს, საჩივარი წავა ბოლომდე.

"ნაძალადევის რაიონის 33-ე უბანი, სადაც უბნის თავმჯდომარე, ვინმე ნინო ნოზაძე არ აძლევს საშუალებას ჩვენს წარმომადგენლებს, რომ კამერა გაასწოროს და ვიდეო მონიტორინგი განახორციელოს. პირადად ნინო ნოზაძეს მივმართავ, რომ ის სჩადის უმძიმეს დარღვევას და ის სჩადის დანაშაულს, როდესაც ამას აკეთებს. პირდაპირ ეთერში მოვუწოდებ, რომ შეწყვიტოს ეს დანაშაული და გაუშვას თავისუფალი გადაღება ჩვენი კამერის, ზუსტად ისე, როგორც ამას ახორციელებს ქართული ოცნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს საჩივარი წავა ბოლომდე." - თქვა პარტიის წარმომადგენელმა ბრიფინგზე.

 

კომენტარები