ლევან იოსელიანი

"ვისაუბრეთ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე" - იოსელიანი კუპრაშვილს შეხვდა

ივანიშვილის წარმომადგენელი, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი, რაჟდენ კუპრაშვილი სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს შეხვდა. იოსელიანის ცნობით, მათ ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მდგომარეობაზე ისაუბრეს.

"შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს მამხილებელთა დაცვის მექანიზმისა და გამჭვირვალობის გაძლიერების, ასევე კორუფციის პრევენციისთვის მუშაობის მნიშვნელობას. ასევე განიხილეს FARA-ს და გრანტების შესახებ საქართველოს კანონების აღსრულების დეტალები". - წერს სახალხო დამცველი.

იოსელიანი წერს, რომ ის და კუპრაშვილი სამომავლო ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.

კომენტარები