ლევან იოსელიანი

იოსელიანი: პერსონალური ინფორმაციის გავრცელებას ადგილი არ ჰქონია, აჟიოტაჟი ხელოვნურია

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ თავშესაფრებთან დაკავშირებით მისი განცხადების შესახებ ხელოვნური აჟიოტაჟია შექმნილი:

„თითქოს ვიღაცის პერსონალური ინფორმაცია გავავრცელე, ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. დანარჩენი ინტერპრეტაციის საკითხია. ყველას ინტერპრეტაციას პასუხს ვერ გავცემ. არანაირი ადგილმდებარეობა ჩემ მიერ გავრცელებული არ ყოფილა. ეს აჟიოტაჟი აბსოლუტურად ხელოვნურადაა ატეხილი“

25 იანვარს ლევან იოსელიანმა პირველი არხის ეთერში ერთ-ერთი მოწყვლადი ჯგუფის თავშესაფრის მისამართი გათქვა, რაც სენსიტიური და საიდუმლო ინფორმაციაა.

ასევე, ლევან იოსელიანმა თქვა, რომ "თავშესაფრებზე რომ დაიწყეს საუბარი, კარგია, რადგან დიდი ხანია, ამაზე ვსაუბრობ. არავინ ამახვილებდა ყურადღებას იმ პრობლემებზე, რომლებიც თავშესაფრებშია"

კომენტარები