ვფიქრობ, ყველაფერი დღეს უკვე ცხადია. ჩვენ ვნახეთ, რომ საჯაროდ გაცხადებულია, რომ იგეგმება ძალადობა ნაცმოძრაობის მხრიდან 4 ოქტომბერს და ჩვენ ვნახეთ, რომ ევროკომისიის პრესსპიკერმა სოლიდარობა გამოუცხადა ნაცმოძრაობის მიერ დაგეგმილ ძალადობას. ეს არის, რა თქმა უნდა, გამაოგნებელი სკანდალი, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერმა გაიზიარა პასუხისმგებლობა ნაცმოძრაობის მიერ დაანონსებული ძალადობის მიმართ.
ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 4 ოქტომბერს ნებისმიერი ძალადობა, რაც მოხდება ნაცმოძრაობის თუ ამ აქციის ორგანიზატორების თუ მონაწილეების მხრიდან, ამაზე პასუხისმგებლობა გაზიარებული აქვს ევროკომისიას მისი სპიკერის სახით და შესაბამისად, ევროკავშირის საელჩოსაც, რომელსაც ამასთან დაკავშირებით რაიმე გამიჯვნა არ გაუკეთებია.
ამიტომ, ყველას ვეუბნები კიდევ ერთხელ, მოხდება ერთი ფაქტიც ძალადობისა, ერთ ქვასაც გაისვრიან, აღარ ვსაუბრობ მოლოტოვის კოქტეილებზე და პიროტექნიკაზე, და ამაზე პასუხისმგებლები იქნებიან ისინი, ვინც სოლიდარულები არიან მოძალადეების მიმართ. შესაბამისი სამსახურები ძალიან მშვიდად და საქმიანად აკვრიდება რაც ხდება. [...] ყველაფერი არის დაკვრივების ქვეშ. როგორც კი იქნება ძალადობის ფაქტი, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისთვის საკმარისი წინაპირობები, რა თქმა უნდა, სახელმწიფო იმოქმედებს.





