2025 წლის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნები

ლავროვი: მოლდოვაში არჩევნები გაყალბდა, გაოგნებული ვარ, როგორ შეიძლება ასე მანიპულირება

სერგეი ლავროვი
Photo: Handout/RUSSIAN FOREIGN MINISTRY/AFP

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ მოლდოვაში არჩევნები გაყალბებულია და ამით "უბრალოდ გაოგნებულია". 

"არჩევნები გაყალბებულია, მე უბრალოდ გაოგნებული ვარ, როგორ შეიძლება ამომრჩეველთა ხმებით ასე ღიად მანიპულირება. 

თუმცა, მთავარი ის არის, რომ მანიპულაციებითაც, დნესტრისპირეთის მცხოვრებთათვის ხმის მიცემის ბარიერების შექმნით (ხიდებს კეტავდნენ, რაღაც კარანტინებს აცხადებდნენ, ბევრმა ვერ შეძლო მისვლა), თუმცა ამ მანიპულაციებითაც პატრიოტულმა ოპოზიციამ ფაქტობრივად დააგროვა იმდენივე, უფრო სწორად, მოლდოვაში იმაზე მეტი ხმა დააგროვა, ვიდრე მაია სანდუს პარტიამ და მხოლოდ უცხოეთში რესურსების ამოქმედებით, როდესაც ევროპაში თითქმის ხელში აყვანით მიჰყავდათ საარჩევნო უბნებზე, ხოლო მოსკოვში, რუსეთში, მხოლოდ ორი უბანი გახსნეს. ეს ყველაფერი დაეხმარათ, რომ საჭირო პროცენტი ან პროცენტნახევარი აეღოთ". - თქვა  ლავროვმა. 

ცნობისთვის, 2025 წლის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების გამარჯვებული მაია სანდუს პროევროპული, უკრაინის მხარდამჭერი პარტია PAS გახდა. ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ პრეზიდენტის პარტიამ ხმების 50.20% მოაგროვა

მოლდოვის მომავალ პარლამენტში PAS-ის პარტიის დეპუტატები 101-დან 55 ადგილს დაიკავებენ.

კომენტარები