2025 წლის მოლდოვის საპარლამენტო არჩევნები

კოშტა: ევროკავშირი მოლდოვის გვერდით დგას ყოველ ნაბიჯზე

მოლდოველი ხალხის გზავნილი ხმამაღალი და გასაგებია.

რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და ჩარევის მიუხედავად, მათ დემოკრატია და ევროპული მომავალი აირჩიეს.

ევროკავშირი მოლდოვის გვერდით დგას ყოველ ნაბიჯზე.

განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ X-ზე.

უახლესი ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, პრეზიდენტ მაია სანდუს პროევროპული პარტია, "მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია" (PAS) ხმების 50.17%-ით ლიდერობს და პარლამენტში უმრავლესობის შენარჩუნებას შეძლებს. ამჟამად ხმების 99.96% არის დათვლილი.

კომენტარები