უზენაესი სასამართლოს შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა. მიზეზი შეტყობინებაა შენობაში ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ.
ეს მსგავსი მიზეზით უზენაეს სასამართლოში ევაკუაციის გამოცხადების მეორე შემთხვევაა ბოლო 5 დღეში. ანალოგიური შეტყობინება 25 სექტემბერსაც შევიდა.
ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, რომ შეტყობინება შევიდა. უწყების ცნობით, მოქმედებენ არსებული პროტოკოლის შესაბამისად. ადგილზე ანტიტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან.
დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
ცნობისთვის, იგივე მიზეზით, 24 სექტემბერს ევაკუაცია გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოშიც.





