ევაკუაცია სასამართლოში

ბომბის შესახებ შეტყობინების გამო, უზენაეს სასამართლოში ევაკუაცია გამოცხადდა

უზენაესი სასამართლოს შენობაში ევაკუაცია გამოცხადდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი შეტყობინებაა, შენობაში ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ. 

ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს, რომ შეტყობინება შევიდა. უწყების ცნობით, მოქმედებენ არსებული პროტოკოლის შესაბამისად. ადგილზე ანტიტერორისტული დეპარტამენტის თანამშრომლები იმყოფებიან.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

ცნობისთვის, იგივე მიზეზით, 24 სექტემბერს ევაკუაცია გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოშიც.

კომენტარები