27 სექტემბერს ქართულ კინოგაქირავებაში და Cavea+-ზე ისტორიული დრამა სოხუმი გამოვა.
1993 წლის მოვლენებზე გადაღებულ გიორგი ბარაბაძის ფილმში მთავარ როლებს დავით ბეშიტაიშვილი, თემიკო ჭიჭინაძე, გოგა პიპინაშვილი, შაკო მირიანაშვილი, პაატა ინაური, ვერონიკა კალანდარიშვილი, ანდრო ჭიჭინაძე, ვანიკო თარხნიშვილი, თამუნა ნიკოლაძე, ზალიკო ჩიქობავა ასრულებენ.
"სოხუმის დაცემის ბოლო დღეები. საომარ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. 1990-იანი წლების პოლიტიკური დაპირისპირებები. ისტორიები, რომლებშიც თვითგადარჩენის ინსტიქტს თან სდევს ადამიანური სახის შენარჩუნების სურვილი". – წერია ფილმის აღწერილობაში.
ახლო მომავალში კავეა პლიუსზე იგივე ფილმის გაფართოებული ვერსია, მინისერიალი სოხუმი გამოვა.
კინოთეატრის ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ამ ბმულს.





