საქართველო-ჩინეთი

ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს მიმდინარე წელს მესამედ შეხვდა

ივანიშვილის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს, კიდევ ერთხელ შეხვდა.

"შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში არსებული თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებას და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებს შეეხო.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს. აღინიშნა სავაჭრო ბრუნვის მზარდი დინამიკა და შუა დერეფნის მნიშვნელობა ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების კუთხით" - წერს პრესსამსახური.

ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს აგვისტოს დასაწყისშიც შეხვდა, იქამდე, 2025 წლის იანვარში და 2024 წლის დეკემბერში.

კომენტარები