დროას ინფორმაციით, პარტიის წევრის, ნათია ლეთოდიანის სახლში აღსრულების ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
პარტიის ცნობით, აღსრულება პროტესტში მონაწილეობისთვის გამოწერილი უკანონო ჯარიმების გადაუხდელობის გამო, ლეთოდიანის ოჯახის საცხოვრებელი სახლის აღწერას და თანხის ამოღებას აპირებს.
"ჩვენი პარტიის წევრის, ნათია ლეთოდიანის სახლში, რამდენიმე წუთის წინ, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
განუცხადეს, რომ პროტესტში მონაწილეობისთვის გამოწერილი უკანონო ჯარიმების გადაუხდელობის გამო, მისი ოჯახის საცხოვრებელი სახლის აღწერას და თანხის ასე ამოღებას აპირებენ.
ამ დროისთვის მათ სახლი დატოვეს. ჩვენი ინფორმაციით, ორშაბათს დაბრუნდებიან ნივთების აღსაწერად. ცნობისთვის, სახლი ნათიას სახელზე არ არის გაფორმებული.
რუსული რეჟიმი მის ხელთ არსებული ყველა ხერხით ცდილობს აქტიური ადამიანების დაშინებას, მაგრამ მაინც არ გამოსდის! არა რუსულ რეჟიმს! ბოლომდე!" - ნათქვამია განცხადებაში.





