4 ოქტომბრის აქცია

კუპრაძე: 4-ში ვიქნებით აქციაზე, იმაზე ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას, რისი სცენარიც არ ვიცით

ჩვენ ვცდილობთ რომ ყველგან ვიყოთ, შესაბამისად, რადგან მოქალაქეების ინტერესი არის, რომ 4 ოქტომბერს ასევე იყოს საპროტესტო აქცია, არჩევნებზე მისვლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ადმინისტრირებას და ხმების დაცვას მოვრჩებით, აუცილებლად ვიქნებით წარმოდგენილი რუსთაველის გამზირზე.

[...] ჩვენ ვდგავართ მოქალაქეების გვერდით, სადაც იქნება საპროტესტო მუხტი კორუფციული, ანტიქართული, ანტიეროვნული ქართული ოცნების წინააღმდეგ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით, ყველა საპროტესტო აქციაზე, თუმცა, რა თქმა უნდა, იმაზე ვერ ავიღებთ პასუხისმგებლობას რისი არც ორგანიზატორი ვართ და არც სცენარი არ ვიცით.

თქვა ლელო ძლიერი საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ რუსთავი 2-ის გადაცემა ღამის კურიერში 4 ოქტომბერს დაგეგმილი აქციის შესახებ.

კომენტარები