ეს პროპაგანდა რომ აქვთ გაშვებული, თითქოს ეს ცრუ დილემა დგას, რომ უვიზოსა და ქართველობას შორის არის არჩევანი.
ქართველობა რა არის? ვაჟა ფშაველა შეიძლება, ქართველად ჩაითვალოს? შეიძლება ჰო, რომ ქართველობის განსაზღვრებად ჩაითვალოს? "კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო" - ეს კაცი ამბობდა. რუსთაველი შეიძლება რომ ჩაითვალოს ქართველობად? "ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს" - ეს არის თანასწორობის იდეა, ჰო?
ეს არის ქართული. ევროკავშირი ჩვენ რას გვთხოვს? თანასწორობას გვთხოვს ჩვენი მოქალაქეების კანონის წინაშე, სხვას ჰო არაფერს არ გვთხოვს? რეალურად, ქართველობას გვთხოვს, იმას, რაც ქართული იყო და რასაც ბოლშევიკებმა სოციალისტური რევოლუციის ცხელი უთოთი გადაუარეს, სტალინის სიტყვები რომ გამოვიყენო.
რეალურად, ჩვენი იდენტობის დაბრუნებას, ქართველობას გვთხოვს, იმას, რაც ქართულია. ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი - ეს არის ქართველობა, ჰო? რომ წაიკითხოთ ის ლიტერატურა, ის შემოქმედება, რაც მათ დატოვეს, ეს ყველაფერი ხომ ევროპულია. ანუ ქართველობა ჰო ევროპელობას ნიშნავს და ეხლა ვის სჯერა, თქვენს მაყურებელს ან შენ გჯერა, რომ უცებ ჯერ ევროკავშირმა უვიზო მოგვცა და მერე თქვა, "ეხლა თამთა მე კაცად უნდა გადავაკეთო და კაცად თუ არ გადაკეთდება"... აი, თქვენც ხომ გეცინებათ ამ უაზრობაზე.





